ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები სამხრეთ ინგლისში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტებში იყო ყირიმისკენ მიმავალი სამხედრო ხომალდის გადაადგილების გეგმა.

50 გვერდიანი საქაღალდე ავტობუსის გაჩერებაზე კენტში იპოვეს, რაზეც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით გამოძიება უკვე დაიწყო.

საქაღალდეში ნაპოვნი დოკუმენტებიდან განსაკუთრებით გასაიდუმლოებული ინფორმაცია ავღანეთიდან მოკავშირეთა ჯარების გამოსვლის პროცესს ეხება. კერძოდ, დოკუმენტებში ჩანს, რომ ამერიკის მთავრობა ბრიტანულ სპეცრაზმებს ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში დარჩენას სთხოვს ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ.

2001 წელს დაწყებული მოკავშირეების მისია ავღანეთში 2021 წლის 11 სექტემბერს დასრულდება.




 

მსგავსი სიახლეები