ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 403 ადამიანის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 403 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი უკვე იპოვეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ანატოლი ფედორჩუკმა 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩემი ქალაქის მაცხოვრებლებს რუსი სამხედრო აგრესორები აყენებდნენ შეურაცხყოფას და აწამებდნენ. დღეს უკვე ნაპოვნია 403 ცხედარი, რომლებიც მხეცურად აწამეს და სასტიკად მოკლეს", - თქვა მან.

ფედორჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ ბუჩას დაკარგული მაცხოვრებლები ცოცხლები არიან.

"მაგრამ, სავარაუდოდ, მათ გვამებს ტყეებში დასახლებებს შორის ვიპოვით. იმიტომ, რომ მოსახლეობამ დაინახა, რომ მტერს, რუსული სპეცსამსახურებს, ისინი მიჰყავდათ სახლებიდან ამ ტყიან ტერიტორიაზე", - განაცხადა მერმა.

მსგავსი სიახლეები