ჩინეთი ვიეტნამს ვაქცინის 3 მილიონ დოზას გადასცემს

ჩინეთი ვიეტნამს ვაქცინის 3 მილიონ დოზას გადასცემს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ვიეტნამის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვიეტნამის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია სრულად აცრილი.

ამერიკამ ვიეტნამს ვაქცინის 6 მილიონი დოზა უკვე გადასცა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვიეტნამში კორონავირუსის 590 000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და 14 000 ადამიანი დაიღუპა. 

აგვისტოს დასაწყისში ჩინეთმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მისცემდა.

 

 

მსგავსი სიახლეები