ჩინეთის ქალაქებში კოვიდთან ბრძოლის მოტივით ლოქდაუნები დაწესდა
ჩინეთის ხელისუფლება აგრძელებს მკაცრი ზომების მიღებას ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ დალიანში, რომელიც მნიშვნელოვანი პორტია რკინის მადნისა და სოიოს იმპორტისთვის, 4 სექტემბრამდე საკვანძო უბნებში ლოქდაუნი დაწესდა, სადაც ქალაქის 6 მილიონი მცხოვრების ნახევარი ცხოვრობს.
გარდა ამისა, მაცხოვრებლების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ჩენდეში (3.4 მილიონი მოსახლე) და შიჯიაჟუანში (11.2 მილიონი), რომელიც პეკინიდან 200-300 კილომეტრში მდებარეობს.
სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჟენში (17.4 მილიონი), რომელიც ჩინეთის "სილიკონის ველად" ითვლება, ქალაქის რამდენიმე რაიონი ხელახლა ჩაკეტეს. ტიანძინში (მოსახლეობა 13.8 მილიონი) ქვეყნის აღმოსავლეთით, ხელისუფლებამ ბრძანა, რომ ყველა მაცხოვრებელს კორონავირუსზე ტესტი გაეკეთებინა.
ჩინეთის ხელისუფლება უკიდურესად მკაცრად რეაგირებს კოვიდის თითოეულ შემთხვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 349 შემთხვევა დაფიქსირდა.
პეკინის არ სურს უარი თქვას "ნულოვანი კოვიდის პოლიტიკაზე", რომელსაც ის პანდემიის დაწყებიდან იცავს.