ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიანგ წემინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი გენერალური მდივანი ძიანგ წემინი შანხაიში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ 30 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო Xinhua წერს.
"ყველა სამედიცინო პროცედურა წარუმატებელი აღმოჩნდა", - ნათქვამია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განცხადებაში.
AP წერს, რომ ძიანგ წემინიმა ჩინეთი იზოლაციიდან მას შემდეგ გამოიყვანა, რაც 1989 წლის ივნისში ტიანანმენის მოედანზე არმიამ მასობრივი საპროტესტო აქციები ჩაახშო.
წემინი ჩინეთს ისტორიული ცვლილებებისას ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის წლებში გაგრძელდა ბაზრზე ორიენტირებული საბაზრო რეფორმების გატარება, 1997 წელს ჰონგ-კონგი დაუბრუნდა ჩინეთს და 2001 წელს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.
ამავდროულად, ძიანგის დროს ხელისუფლებამ გააგრძელა რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ, დააპატიმრა უფლებადამცველები, დემოკრატიისთვის მებრძოლები და აკრძალა რელიგიური მოძრაობა ფალუნ გონგი, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლებისთვის საფრთხედ თვლიდა.
ჭორები იმის შესახებ, რომ წემინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კონგრესი გამოტოვა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მესამე ვადით აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად.