ჩინეთმა ახალი დრონი წარადგინა, რომლის მოქმედების დიაპაზონიც 10 ათასი კილომეტრია
ჩინეთმა ახალი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი Wing Loong-3 წარადგინა, რომლის მოქმედების დიაპაზონი 10 000 კმ-ზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას 7 ნოემბერს იაპონური ტელეარხი NHK ავრცელებს.
დრონი პირველად ჩინურ და უცხოურ მედიას 6 ნოემბერს, სამხრეთ ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში საჰაერო შოუს გახსნამდე ორი დღით ადრე აჩვენეს. ამავდროულად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპარატის გამოყენება შესაძლებელია სადაზვერვო და საბრძოლო ოპერაციებისთვის, ასევე მას ორ ტონაზე მეტი რაკეტების გადატანა შეუძლია.
ამ ცნობების თანახმად, ადრინდელ მოდელებთან შედარებით ეს უპილოტო საფრენი აპარატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მსოფლიოს წამყვან ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებს არაფრით ჩამოუვარდება. ჩინელმა ჟურნალისტმა NHK-ს განუცხადა, რომ ჩინეთის ტექნოლოგია ამერიკულ ტექნოლოგიას ხუთიდან ექვს წელიწადში მიაღწევს.
ახალი დრონის კადრები Twitter-ზე უკვე გამოჩნდა.