დასავლეთის ქვეყნები ბოსნიელ სერბებს სეპარატიზმის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ დაგმეს ბოსნიელ სერბთა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის მიერ ბოსნია-ჰერცოგოვინის ინსტიტუტების დატოვების პროცესის დაწყება. მათი განცხადებით, ეს ბალკანეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
რესპუბლიკა სრპსკას პარლამენტმა პარასკევს მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც ავტონომია დატოვებს ბოსნიის საგადასახადო და მართლმსაჯულების სისტემას.
"რესპუბლიკა სპრსკას მმართველი კოალიციის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ასე გაგრძელება ჩიხამდე მიიყვანთ. ზიანდება ავტონომიის ეკონომიკური პერსპექტივები და საფრთხე ექმნება სტაბილურობას ქვეყანასა და მთელ რეგიონში", - ნათქვამია დასავლური სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში.
მათ სეპარატისტი პოლიტიკოსები დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს, რომელიც 90-იან წლებში დასავლეთის ჩართულობით გაფორმდა ბოსნიელ სერბებს, ხორვატებს და ბოსნიაკებს შორის.
ბოსნიელი სეპარატისტების ლიდერმა მილორად დოდიკმა სპრსკას პარლამენტს მიმართა: "ჩვენ უდიდესი გამოწვევები გვაქვს. თუ არ გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებით, არის ბონსიის დაშლის საფრთხე და ჩვენ გასვლისკენ [ბოსნიიდან] წავალთ."
რესპუბლიკა სპრსკას პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის ზედა პალატის თანხმობაც საჭიროა.