ეთიოპიელი ახალგაზრდები ბაიდენს 5 მილიონ წერილს გაუგზავნიან

ეთიოპიის მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამერიკის პრეზიდენტისთვის 5 მილიონი წერილის გაგზავნას გეგმავენ. ეთიოპიელი ახალგაზრდები წერილებს 25 სექტემბრამდე გააგზავნიან.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის თქმით, წერილებში საუბარი იქნება ტიგრაის ომზე, სადაც ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის მებრძოლები ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ.

"ამერიკის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა. მათ უნდა ისწავლონ ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ლიბიიდან," - თქვა ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ალემაიეჰუ სეიფუმ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ეთიოპიის ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ამჰარას და ფარის რეგიონებში. ეთიოპიაში მიმდინარე ბრძოლებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი კი შიმშილის ზღვარზეა.

ფედერალური მთავრობა და ამბოხებულები ადამიანის უფლებების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

მსგავსი სიახლეები