"გაზპრომი" იტალიისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს
რუსულმა "გაზპრომმა" ავსტრიის ტერიტორიის გავლით, იტალიისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა.
ეს ინფორმაცია "გაზპრომის" Telegram-ში გავრცელდა.
"რუსული გაზის ტრანსპორტირება კონტრაქტებით... ავსტრიის ტერიტორიის გავლით შეჩერებულია ავსტრიული ოპერატორის მიერ სატრანსპორტო ნომინაციების დადასტურებაზე უარის გამო. მიზეზი სექტემბრის ბოლოს ავსტრიაში მარეგულირებელის მიერ განხორციელებული ცვლილებებია." - ნათქვამია განცხადებაში.
გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ ინფორმაცია იტალიის უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანია Eni SpA-მ დაადასტურა.
"გაზპრომმა" განაცხადა, რომ დღეს მოთხოვნილი გაზის მოცულობას ვერ ადასტურებს და აცხადებენ, რომ ავსტრიის გავლით გაზის მიწოდება შეუძლებელია. შესაბამისად, დღეს რუსული გაზის მიწოდება Eni-ს ტარვისიოს პუნქტით ნულოვანი იქნება. მიწოდების აღდგენის შემთხვევაში Eni განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით", - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, იტალიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტამ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაამწვავა. ამბობენ, რომ ავსტრია აგრძელებს რუსეთისგან გაზის მიღებას.
იტალიისთვის გაზის მიწოდების შეჩერება ძირითადად Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენების დაზიანების გამო მოხდა, რომლებიც აკავშირებს რუსეთს ევროპასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს.