ჰონგ კონგმა ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო 150 ქვეყანასთან ფრენები შეაჩერა
ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტმა 150 ქვეყანასთან დროებით კომერციული ფრენები შეაჩერა.
შეზღუდვის გამო, ჰონგ კონგის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ვერ დაბრუნდებიან.
გადაწყვეტილების მიზეზად სწრაფად გადამდები ომიკრონ ვარიანტის გავრცელება სახელდება.
ბოლო 14 დღეში, ჰონგ კონგში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობაც უცხოეთიდან შემოსულ ადამიანებს დაუდასტურდათ, ამიტომ ქალაქში მასობრივი ტესტირება დაიწყო.