ირანზე საპასუხო დარტყმის მოლოდონში, ბაიდენზე წნეხი იზრდება

28 იანვარს, ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მათგანი დაიჭრა, რის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. 

შემთხვევა იორდანიაში არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე მოხდა, რომელზეც თავდასხმა დრონებით განხორციელდა. ეს ბაზა, ახლოს არის სირიის საზღვართან. 

ამერიკის პრეზიდენტს მაგიდაზე რამდენიმე სცენარი აქვს საპასაუხოდ - დაწყებული ირანის ტერიტორიაზე სამხედროების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებით, დასრულებული თეირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების განადგურებით, რომელბიც ირანის საზღვრების გარეთ მოქმედებენ. 

ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმესავლეთში განლაგებული ამერიკული ძალები, 150-ჯერ აღმოჩნდა ირანისგან მხარდაჭერილი ძალების სამიზნე. 

კვირას განხორციელებულ თავდასხმამდე, ამერიკულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონდათ, რაც ჯო ბაიდენს პოლიტიკური ლავირების საშუალებას უტოვებდა, რაც პირველ რიგში, ირანთან კონფრონტაციის გამწვავებისგან თავის არიდებაში გამოიხატებოდა. 

თუმცა, 28 იანვრის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად იქნება. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ბაიდენზე პოლიტიკური წნეხი იზრდება. მას მწვავედ აკრიტიკებენ რესპუბლიკელები - მიაჩნიათ, რომ აშშ-ს სამხედროები ძალები უფრო აქტიურად უნდა მოქმედებნენ და შეტევების მოლოდოინში არ უნდა იმყოფებოდნენ. 

"მან [ბაიდენი] ჩვენი სამხედროები მჯდომარე იხვისი პოზიციაში ჩააყენა... ამ თავდასხმებზე ერთადერთი სწორი პასუხია დამანგრეველი სამხედრო შურისძიება ირანის ტერორისტულ ძალებზე, როგორც ირანის ტერიტორიაზე, ასევე მთელს ახლო აღმოსავლეთში." - განაცხადა ტომ კოტონმა, რესპუბლიკელმა სენატორმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები