იტალიაში არჩევნებზე ულტრა-მემარჯვენეების ბლოკი იმარჯვებს - ეგზითპოლი

პირველი ეგზითპოლების მიხედვით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენეების ბლოკი დამაჯერებლად იმარჯვებს. 

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით, არჩევნებში ჯორჯია მელონის 'იტალიის ძმები' იმარჯვებენ, წინასწარი მონაცემებით პარტიამ ხმათა 23-26% მიიღო.

ჯამურად ულტრა-მემარჯვენე ბანაკის პარტიები, რომელშიც 'იტალიის ძმების გარდა, მატეო სალვინის Lega Nord (ჩრდილოეთის ლიგა) და სილვიო ბერლუსკონის Forza Italia შედის ჯამურად 41-45%-ს აგროვებენ. 

მათ შორის: Lega Nord - 8.8%, Forza Italia - 7.9%. მემარცხენე პარტიების ჯამური მაჩვენებელი 26-30%-ის ფარგლებში მერყეობს. ჯამურად არჩევნებზე აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2018 წლის არჩევნების მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება. 

კონტექსტი

ეგზითპოლების შედეგების მიხედვით, იტალიის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტი პირველად დაიკავოს ქალმა. ჯორჯია მელონი თითქმის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. 

მელონის პარტიას ნეოფაშისტური ფესვები აქვს, თუმცა თავად მელონი ამბობს, რომ პარტიამ ფაშიზმი წარსულს უკვე დიდი ხნის წინ ჩააბარა. თავისი წინასაარჩევნო პლატფორმა მელონიმ მემარჯვენე-ცენტრისტულ კამპანიაზე ააგო. 

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 'იტალიის ძმებმა' სულ 4% აიღეს. სწორედ ეს პარტია იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ შეურთდა საყოველთაო კომპრომისით ჩამოყალიბებულ 'ტექნოკრატულ' მთავრობას, რომელსაც მარიო დრაგი ხელმძღვანელობდა. 

დრაგის კოალიცია გასულ ზაფხულს დაიშალა, რისი მიზეზიც კოალიციაში შემავალი მემარჯვენე პარტიების პოზიცია გახდა. მათ შორის განხეთქილების საგანს უკრაინის დახმარების საკითხი წარმოადგენდა.

კოალიციაში შემავალი '5 ვარვკლავის მოძრაობის' ლიდერების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა იტალიის მიერ უკრაინის ომში დაკავებულ პოზიციას და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას. 

თავისი კოალიციური პარტნიორების მხრიდან რუსეთთან თბილი დამოკიდებულების მიუხედავად, მელონი უკრაინაში დაწყების მომენტიდან ღიად უჭერდა მხარს რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას. 

ჯიორჯია მელონი პოლიტიკით თინეიჯერობისას დაინტერესდა და 15 წლის ასაკში იტალის ნეო-ფაშისტურ პარტიას შეუერთდა. უკვე 31 წლის ასაკში ბერლუსკონის მთავრობაში მელონიმ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. 2012 წელს მელონი "იტალიის ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 

მსგავსი სიახლეები