იტალიაში დახურულ სივრცეში შეკრებისთვის ‘მწვანე პასპორტი’ იქნება საჭირო
იტალიის მთავრობის ინიციატივით, დახურულ სივრცეებში - რესტორანში, ბარში ან სხვა მსგავს ადგილებში შესვლისთვის “მწვანე პასპორტი” იქნება საჭირო.
დოკუმენტი შეიძლება არსებობდეს როგორც ფიზიკურად, ასევე ელექტრონულად. მასში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე ან უახლოეს წარსულში ჩატარებული ტესტის უარყოფიტი პასუხი.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა შტამის" სწრაფ გავრცელებას მოჰყვა.
ბარების და რესტორნების გარდა “მწვანე პასპორტი” საჭირო იქნება სპორტულ მატჩებზე დასასწრებად, მუზეუმებში, სპორტდარბაზებში, საცურაო აუზებში და ა.შ. გამონაკლისი მხოლოდ გარე სივრცეში ჭამაა.
ქვეყანში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 31 დეკემბრამდე იგეგმება.