იტალიის მთავრობა: ჯანდაცვის მუშაკები ან აიცრებიან, ან ლიცენზია შეუჩერდებათ
ოთხშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა ჯანდაცვის მუშაკს მოსთხოვონ ვაქცინის გაკეთება.
Reuters-ის ცნობით, იტალიაში ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება დიდია და ბევრი ექიმი ვაქცინას არ იკეთებს. ექიმები ან ექთნები, რომლებიც არ გაიკეთებენ ვაქცინას, შეიძლება პროფესიული ლიცენზიის ერთწლიანი შეჩერებით დაისაჯონ.
წინა კვირაში, დრაგი ბერგამოს ეწვია და მოსახლეობას დაპირდა, რომ ვაქცინაციის კამპანია დაჩქარდება.
იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა 109,000 ადამიანი შეიწირა. დაღუპულების ორი მესამედი 80 წელს ზემოთ მყოფი ადამიანია.