იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘ხუთ ვარსკვლავს’ ტოვებს და ახალ მოძრაობს აფუძნებს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ მმართველ კოალიციაში შემავალ პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ძალას აფუძნებს.
ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა იტალიის "ეროვნული ერთობის" კოალიციის წევრია, რომელიც მარიო დრაგის სამთავრობო კაბინეტს უმაგრებს ზურგს.
დი მაიომ ხუთი ვარსკლავის კიდევ ერთი ლიდერი, ყოფილი პრემიერი ჯუზეპე კონტე უკრაინის მხარდასაჭერად „მყიფე“ პოზიციაში და ევროკავშირში რომის როლის შესუსტებაში დაადანაშაულა.
ხუთი ვარსკლავის მოძრაობაში სკეპტიკურად უყურებენ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას.
მედიის ცნობით, კონტე სამთავრობო კოალიციიდან გამოსვლას განიხილავს. პარტია კოალიციის დატოვებას უარყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, ხუთი ვარსკლავის რამდენი დეპუტატი დაუჭერს მხარს დი მაიოს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.
სავარაუდოდ, დი მაიოს ფრაქციას ერთად მომავლისთვის ერქმევა.
2018 წლის არჩევნებში ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ ხმათა 33 პროცენტი აიღო.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევით, პარტიის მხარდაჭერა თითქმის განახევრებულია.
იტალიაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის დასაწყისისთვის არის ჩანიშნული.