იტალიის სკოლებში, საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონები აიკრძალება
ახალი სასწავლო წლიდან, იტალიის სკოლების საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონები აიკრძალება. შესაბამისი ბრძანება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ გამოაქვეყნა.
ამის ინიციატორი განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარაა და ახალი რეგულაციით სკოლებში სმარტფონების გამოყენება სრულად იკრძალება, მათ შორის სასწავლო მიზნებისთვის. ტაბლეტებისა და კომპიუტერების გამოყენება კვლავ შესაძლებელია მასწავლებლის თანხმობით.
მობილური ტელეფონების აკრძალვა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ქცევის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები უნდა წახალისდნენ ხელწერის უნარების გაუმჯობესებაში.
ვალდიტარამ ასევე გამოაცხადა "სასკოლო კალენდრის" ხელახალი შემოღება, რომელშიც დავალებები ხელით უნდა ჩაიწეროს, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ შვილების საგანმანათლებლო პროცესს.
"ჩვენი შვილები კვლავ უნდა მივაჩვიოთ კალმს და ქაღალდს," - განაცხადა მინისტრმა.
იტალიის სკოლებში მობილურ ტელეფონებზე აკრძალვა რამდენიმე წელია მოქმედებს, მაგრამ რეგულაციის აღსრულება არ ხდება. სხვა ქვეყნებმა ბოლო წლებში დანერგეს მსგავსი პრაქტიკა, სკოლის მოსწავლეებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.