ჯანმო: ევროპის მოსახლეობის ნახევარი ომიკრონით დაინფიცირდება

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ 6-8 კვირაში ევროპის მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსის ახალი, ომიკრონ ვარიანტით დაინფიცირდება.

კლუგეს თქმით, ომიკრონი კონტინენტის ყველა ნაწილში უსწრაფესად ვრცელდება.

2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში ინფიცირების 7 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პროგნოზი ვირუსის ამ სისწრაფით გავრცელების დაშვებას ეფუძნება.

უკანასკნელი კვლევებით, ომიკრონი წინა ვარიანტებზე ბევრად სწრაფად ვრცელდება. თუმცა, პაციენტებს დელტა შტამთან შედარებით მარტივად გადააქვთ.

 

 

მსგავსი სიახლეები