კიტინგი: ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, მათი ქმედებები უპასუხოდ არ ჩაივლის

აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენი, ბილ კიტინგი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95 მილიონიანი დახმარების შეჩერებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება.

"ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ ჩაივლის. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავლისკენ მიისწრაფვის, თუმცა აღარ მივაწვდით დახმარებას მთავრობას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას" - წერს კონგრესმენი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები