კომპანია „მერკმა“ აშშ-ს წამლის სააგენტოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაცია მოსთხოვა
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „მერკმა“ აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ მოლნუპირავირის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის მიმართა.
ნებართვის მიღების შემთხვევაში, „მერკის“ ანტივირუსული აბები COVID-19-ის სამკურნალო პირველი პრეპარატი იქნება.
„მერკი“ აცხადებს, რომ ანტივირუსული წამალი მკვეთრად ამცირებს ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკს.
წარმატებული გამოყენების შემთხვევაში, მოლნუპირავირი მნიშვნელოვნად შეამცირებს საავადმყოფოების დატვირთვასაც.
ანტივირუსულ პრეპარატებზე მუშაობას აგრძელებენ სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც, როგორიცაა „პფაიზერი“ და „როში“ .
აშშ-ს წამლის სააგენტო (FDA) „მერკის“ პრეპარატს ავტორიზაციას სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მიანიჭებს.