ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. 

ტრასმა გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მისი თქმით, ის გააგრძელებს პრემიერის მოვალეობის შესრულებას იქამდე, სანამ კონსერვატიული პარტია, ახალ ლიდერს აირჩევს. 

ლიზ თრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტზე ხანმოკლე ვადით - მხოლოდ 45 დღის განამვლობაში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, ბრიტანეთის "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა კირ სტარმერმა, სასწრაფოდ მოითხოვა არჩევნების ჩანიშვნა. მისი აზრით, ხალხმა ქვეყნის ახალი ლიდერი ახლა უნდა აირჩოს. 

თუკი გაინტერსებთ კრიზისი, რაც საფუძვლად დადო ლიზ თრასის გადადგომას, მაშინ შეგიძლიათ, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო იხილოთ.  

მსგავსი სიახლეები