ნიკოლაი პატრუშევი და ალექსეი დიუმინი პუტინის თანაშემწეებად დანიშნეს
ვლადიმირ პუტინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ დაწყებული საკადრო გადაადგილებები ფინალურ ეტაპზეა.
სამინისტროების და ძალოვანი უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილების შემდეგ, საკადრო ცვლილებებია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პუტინის ბრძანებით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნობიდან გათავისუფლებული ნიკოლაი პატრუშევი მის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე პოსტზე ინიშნება ტულის ოლქის გუბერნატორი და პუტინის პირადი დაცვის უფროსი, ალექსეი დიუმინიც.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ახალ პოსტზე ნიკოლაი პატრუშევი გემთშენებლობის სფეროს კურატორი იქნება, ხოლო ალექსეი დიუმინი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის.
დაწინაურდა პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში მაქსიმ ორეშკინი - ის ამიერიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
სხვა მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩა - ადმინისტრაციის უფროსის პოსტი შეინარჩუნა ანტონ ვაინომ, ასევე მისმა ყველაზე გავლიანიანმა მოადგილეებმა - სერგეი კირიენკომ (პოლიტიკური ბლოკის კურატორი), ალექსეი გრომოვი (პროპაგანდის კურატორი) და ასევე დმიტრი კოზაკმა, რომელიც 2022 წლის უსაფრთხოების საბჭოს ცნობილი სხდომის შემდეგ საჯარო სივრციდან გაქრა.
გადაადგილებებზე რუსეთის მთავრობაში ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
რუსეთის თავდაცვის ახალი მინისტრის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.