NRC: ავღანეთიდან ირანში ყოველდღე 5000 ლტოლვილი გადადის
ნორვეგიული ლტოლვილების საბჭო (NRC) აცხადებს, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანეთიდან ირანში ყოველდღიურად 5000-მდე ლტოლვილი გადადის.
აგვისტოში, თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ირანში 300 000 ავღანელი ლტოლვილი შევიდა.
NRC-ის გენერალურმა დირექტორმა იან ეგელანდმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უფრო მეტად დაეხმარონ ავღანეთს და იმ მეზობელ ქვეყნებს, ვინც ავღანელები შეიფარა.
თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანეთის ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი შიმშილობს.
ამავდროულად, თალიბანი ხელისუფლების დაკომპლექტებას აგრძელებს, ცოტა ხნის წინ მათ სხვადასხვა პროვინციაში 44 მაღალჩინოსანი დანიშნეს.