ოჯახი, ღმერთი, არმია - ბრაზილიის პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, რომელიც ოქტომბერში მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ოჯახი, ღმერთი, არმია - მემარჯვენე ხედვებით ცნობილმა ბოლსონარუმ რიო დე ჟანეიროს სტადიონზე შეკრებილ ამომრჩევლებთან კონსერვატიული დაპირებები გააჟღერა.

„არმია ჩვენს მხარესაა. არმია კორუფციას, თაღლითობას არ შეეგუება. არმიას გამჭვირვალობა სურს“, - განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ბოლსონარუ, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, კონკურენტ კანდიდატს 20 პროცენტიანი სხვაობით ჩამორჩება.

ანალიტიკოსები წერენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი კორონავისურის პანდემიის ცუდად მართვამ და მზარდმა ინფლაციამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

ლულა ბრაზილიის მუშათა პარტიამ (PT) ოფიციალურ კანდიდატად გასულ კვირაში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები