ომიკრონ ვარიანტის შესასწავლად რუსი მეცნიერები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

 

რუსი მეცნიერების ჯგუფი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ომიკრონ ვარიანტის შესასწავლად ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ თვითმფრინავით მობილური ლაბორატორია ჩაიტანა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები ომიკრონ ვარიანტის და მისი მუტაციის შესასწავლად მიიწვია.

ქვეყანაში ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

 

მსგავსი სიახლეები