სამხრეთ აფრიკელი არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ გარდაიცვალა

 

სამხრეთ აფრიკელი არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტუტუ აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობის ლიდერი იყო.

1984 წელს მან აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ არა-ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

არქიეპისკოპოსს 1997 წელს პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ტუტუს გარდაცვლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "დესმონდ ტუტუ იყო არაჩვეულებრივი ინტელექტის და ღირსების ადამიანი. ის აპატრეიტიდის წინააღმდეგ დაუმარცხებელი ბრძოლის სიმბოლოა. არქიეპისკოპოსი მუდმივად თანაგრძნობას გამოხატავდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაგვრა, უსამართლობა და ძალადობა განიცადა აპარტეიდის რეჟიმის დროს".

 

 

მსგავსი სიახლეები