პაკისტანი ავღანეთზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს

 

 

ხუთშაბათს პაკისტანმა ავღანეთის ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ სამიტზე აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის საგანგებო წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც თალიბანს „ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნისკენ“ მოუწოდეს, რომელიც „პატივს სცემს ავღანელების უფლებებს და ქალებისა და გოგონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას“ უზრუნველყოფს.

„თალიბანმა კავშირი უნდა გაწყვიტოს ყველა საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ საკუთარ ტერიტორიაზე ფუნქციონირების საშუალება არ უნდა მისცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის წარმომადგენელმა „ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“ საზღვარგარეთ ავღანეთის მთავრობის გაყინული აქტივების თალიბანის ხელისუფლებისთვის გადაცემა მოითხოვა.

აგვისტოში აშშ-ს ხაზინამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის 9 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა.

პარალელურად, ისლამაბადში იმყოფებოდა თალიბანის დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაყი, რომელიც პაკისტანელ კოლეგას შეხვდა.

ქვეყნების უმრავლესობა ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის მთავრობას არ ცნობს.

მსგავსი სიახლეები