პორტუგალია იანვარში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

 

პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სუზამ 30 იანვარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არ დაამტკიცა სოციალისტური მთავრობის შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტი.

„დღეს ჩვენ გამოსავალი გვჭირდება, ყოველგვარი დრამის გარეშე... ერთადერთი გზა დარჩა - პორტუგალიელმა ხალხმა აირჩიოს, რა სურს იხილოს მომავალ წლებში“, - განაცხადა დე სუზამ.

პორტუგალიის მოქმედ მთავრობას წყალი საპარლამენტო უმრავლესობის დაშლამ შეუყენა. მემარცხენე კოალიციის დაშლის შემდეგ პრემიერმინისტრი ანტონიო კოშტა ქვეყანას საპარლამენტო უმცირესობით მართავს.

გასულ კვირას პორტუგალიის კომუნისტურმა პარტიამ და მემარცხენე ბლოკმა ხმა 2022 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცეს, რის შედეგადაც კოშტამ ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო.

Politico-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევით, კოშტას სოციალისტური პარტია ვადამდელ არჩევნებში ხმათა 39 %-ს მიიღებს, რაც მოქმედ პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობის დამოუკიდებლად ფორმირების საშუალებას მისცემს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა 27 %-ის გარშემო მერყეობს.

მსგავსი სიახლეები