რამდენად ეფექტურია Sputnik V - დოიჩე ველეს მიმოხილვა
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, სპუტნიკი, უკვე ათეულობით ქვეყანაში გამოიყენება და პარალელურად, მასზე დაკვირვებას ევროპის წამლის სააგენტოც ახორციელებს. მიუხედავად ამისა, ეს ვაქცინა დღემდე სადავო საკითხად რჩება.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Sputnik V მსოფლიოს საუკეთესო ვაქცინად გამოაცხადა და რუსული მედიაც ვაქცინის ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელზე რეგულარულად საუბრობს.
თუმცა, მართლაც ასეთი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ? "დოიჩე ველე" შეეცადა, რომ ფაქტები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გაემიჯნა.
რას წარმოადგენს Sputnik V?
ვაქცინა სახელმწიფოს მართვაში არსებულმა გამალეიას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდიდან ფინანსდება. სპუტნიკი ვირუსული ვექტორის ტიპის ვაქცინაა, რომლის წარმოებაც Astrazeneca-ს და Johnson&Jonhnson-ის მსგავსია. ვექტორული ვაქცინები უფრო მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე mRNA ტიპის ვაქცინები, რომლებსაც შესანახად ძალიან დაბალი ტემპერატურა ესაჭიროება.
ვექტორული ტიპის ვაქცინებში უსაფრთხო ვირუსები, როგორიც არის პასიური ცივი ვირუსები, ცილებს გენეტიკურ კოდს გადასცემენ, რომელსაც SARS-CoV-2 პათოგენი ადამიანის უჯრედებში მიმაგრების მიზნით იყენებს. ვაქცინირებული ადამიანის სხეული მას აღიქვამს როგორც უცხო ნივთიერებებს და საპასუხოდ ანტისხეულებით და სპეციფიკური T-უჯრედების შექმნით რეაგირებს, რაც მნიშივნელოვანია იმუნიტეტის გამომუშავებისთვის.
Sputnik V-ის შემთხვევაში უცნაურობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირველი - rAd26 (იგივე, რაც Johnson&Johnson-ის შემთხვევაში) და მეორე აცრის - rAd25 დროს, ორი სხვადასხვა ტიპის ცივი ვირუსი, იგივე ადენოვირუსი გამოიყენება. ამ კომბინაციის წყალობით ნავარაუდევია, რომ მეორე აცრისგან წარმოქმნილი იმუნიზაციის ეფექტი პირველი აცრისგან იქნება დაცული.
სპუტნიკი - რამდენად ეფექტურია?
პრინციპის დონეზე, შესაძლებელია ორი სხვადასხვა ვექტორის გამოყენება, რადგანაც ეს უფრო მაღალ ეფექტურობას იძლევა. სხვა ვექტორული ვაქცინების ეფექტურობა - AstraZeneca (76%) და J&J (85.4%), რომელიც მხოლოდ ერთ ვექტორს იყენებს, გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე mRNA ტიპის ვაქცინების - Pfizer (95%) და Moderna (94.1%) შედეგები.
თუმცა, Sputnik V-ის ეფექტურობის განსაზღვრე რთულია. მისი გამოყენება რუსეთში გასული წლის აგვისტოში დაიწყო, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება სრულად დასრულდებოდა. მთავრობის მიერ სწრაფი დამტკიცებიდან 8 თვის გასვლის შემდეგაც, სანდო მონაცემები ჯერ კიდევ არ არსებობს. რუსეთს ჯერ კიდევ არ გააჩნია სრულყოფილი პირველადი მონაცემები, რომელსაც დამოუკიდებელ წამლის შემომმწმებელ ორგანოს გადასცემს.
სექტემბერში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი The Lancet-ის მიერ გამოქვეყნდა სპუტნიკის პირველი და მეორე ცდის არასრული შედეგები. ხაზგასასმელია, რომ უსაფრთხოების, გადატანისა და იმუნოგენურობის შესახებ ჩატარებულ ორ კვლევაში, მხოლოდ 38 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით, სახეზე იყო ძლიერი იმუნური რეაქცია, ხოლო მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
სპუტნიკის გამოყენება რუსეთში გასული წლის აგვისტოში დაიწყო
ამ შედეგებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ექსპერტებს მკაცრი დათქმები გააჩნდათ, რაც მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობით არ იყო გამოწვეული. რამდენიმე მკვლევარმა არაერთი უცნაურობა დააფიქსირა: მაგალითისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებზე ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმის ვაქცინა გამოიყენეს, კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა დღეებში, მათ სისხლში ერთი რაოდენობის ანტისხეულები იყო გამომუშავებული. მათი თქმით, ეს არ არის შემთხვევითობა, რომ ყველა მონაწილეს, ერთმანეთის მსგავსი T უჯრედები ჰქონდათ, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსებს ებრძვის. ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან და მათ შორის რუსეთიდან, 40-მა მეცნიერმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული შედეგების შესაძლო გაყალბების შესახებ.
2 თებერვალს რუსმა ექსპერტებმა The Lancet-ში მესამე ფაზის შუალედური შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც 18,000 მონაწილეს ვაქცინის ორი დოზა 3 კვირიან შუალედში გაუკეთდა და ეფექტურობამ 91.6%-ს მიაღწია, ყოველგვარი სერიოზული გვერდითა ეფექტების გარეშე. საერთაშორისო ექსპერტები ამ შედეგებს სკეპტიკურად შეხვდნენ და მიუთითეს, რომ პირველადი მონაცემების გამოქვეყნების გარეშე, დამოუკიდებელი შეფასების გაკეთება შეუძლებელია.
3 აპრილს გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, Sputnik V ეფექტურია ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგ. ამასთან, ეს მონაცემები "standart peer review process"-ის საფუძველზე არ დადასტურებულა.
რა რისკებს შეიცავს?
აპრილის დასაწყისში EU Observer-მა განაცხადა, რომ Sputnik V-ის გამოყენების შემდეგ, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. საპასუხო განცხადებაში, რუსულმა როსდრავნაძორმა ვაქცინასა და დამდგარ შედეგს შორის რაიმე ტიპის კავშირი უარყო.
მათი მტკიცებით, გვერდით მოვლენას ადგილი არ ქონია, გარდა პოსტ-ვაქცინური პერიოდისთვის დამახასიათებელი რეაქციებისა, როგორიცაა გრიპი, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი ან დაღლილობა.
მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ევროპის წამლის სააგენტო სპუტნიკის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემებს მას შემდეგ შეისწავლის, როგორც კი მიმდინარე კვლევებიდან ინფორმაცია ხელმისწვდომი გახდება. ვაქცინის ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის საჭიროა სრული მონაცემების შესწავლა.ევროპის წამლის სააგენტო მზად არის რუსეთში მოპოვებული ინფორმაციის დაჩქარებული წესით განიხილოს, მაგრამ თავად რუსეთიდან, საპასუხო რეაქცია გვიანდება.
სად მოიხმარენ სპუტნიკს ამ დროისთვის?
დოიჩე ველეს მკვლევარების მიხედვით, სპუტნიკის გამოყენება 60 ქვეყანაშია ნებადართული, მათ შორის ინდოეთში, მექსიკაში, ირანში, განაში, შრი ლანკაში, სერბეთში, პალესტინის ტერიტორიებსა და სრპსკაში, ბოსნია-ჰერცოგოვინის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ Sputnik V-ის ევროპის წამლის სააგენტოსგან გამოყენების დასტური ჯერ არ მიუღია, ევროკავშირის ქვეყნებმა - უნგრეთმა და სლოვაკეთმა მათი ავტორიზაცია საგანგებო რეჟიმში დაამტკიცა. უნგრეთში რუსული ვაქცინა უკვე გამოიყენება, მაგრამ სლოვაკეთში რუსეთიდან შემოტანილი 200,000 დოზის გამოყენება ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილია.
ძნელია იმის გარკვევა ზუსტად, თუ რომელმა ქვეყნებმა დამტკიცეს და დაიწყეს სპუტნიკის გამოყენება. არგენტინა, სერბეთი, ვენესუელა, სან-მარინო და თავად რუსეთი ამ ქვეყნების რიგშია. დოიჩე ველეს მონაცემების მიხედვით, 12 აპრილის მდგომარეობით, დაახლოებით 8,8 მილიონ ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 6%-ს შეადგენს, სულ მცირე ერთი აცრა გაიკეთა რუსეთში, რაც საერთაშორისო შედარების თანახმად, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეუკვეთა ვაქცინა და ცდებსაც ატარებს, მაგრამ მოსახლეობის აცრა ჯერ არ დაუდასტურებიათ. ბრაზილიამ სპუტნიკის 76 მილიონი დოზა შეუკვეთა და მიღების მოლოდინშია.
გამოიყენებს ევროკავშირი სპუტნიკს?
რუსული ვაქცინის მიმართ ევროპაში ზრდადი ინტერესი შეიმჩნევა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროკომისია ამჟამად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს სამომავლო მომარაგებაზე, როგორც ეს Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემთხვევაში გასული წლის ბოლოს გააკეთა. ჩეხეთი, გერმანია და ავსტრია ცდილობს Sputnik V-ის დოზების შეძენას, მაგრამ განმარტავენ, რომ ვაქცინის გამოყენებას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ევროპის წამლის სააგენტო ნებართვას გასცემს.
ევროპის წამლის სააგენტოს თანხმობის გაცემა მას შემდეგ შეეძლება, რაც სამეცნიერო და კლინიკური კვლევების პირველად შედეგებს შეაფასებს. ამ პროცესს შესაძლოა კვირები დასჭირდეს, თუ არა თვეები.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ ივნისიდან ევროკავშირს 50 მილიონი დოზით მოამარაგებენ და ამასთანავე, ევროპის ტერიტორიაზე საწარმოო ადგილების აშენებას შეძლებენ. თუმცა, ტიერი ბრეტონი, რომელიც ევროკავშირის კომისიის ვაქცინების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამაში დარწმუნებული არ გახლავთ.
"ჩვეულებრივ, მრავალი თვის განმავლობაში ხდება შესაბამისი წარმოების შექმნა და გაზრდა. ახლა უკვე გვიანია სპუტნიკის გამოყენება იმ მიზნისთვის, რომ ზაფხულში ყველა ევროპელი ვაქცინირებული იყოს"- განაცხადა მან Der Spiegel-თან ინტერვიუში.