რუბიო: იმედია უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხი ჯიდაში შეხვედრაზე გადაწყდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების აღდგენის საკითხი ჯიდაში, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება.
მარკო რუბიოს ციტატას Asociated Press ავრცელებს.
"ვიმედოვნებ, რომ ეს (რედ. სამხედრო დახმარება) არის საკითხი, რომლის გადაჭრასაც ჩვენ ხვალ შევძლებთ"- განაცხადა რუბიომ და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში საკვანძო მნიშვნელობა ექნება ხვალინდელ შეხვედრას საუდის არაბეთში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა უკრაინის მიერ წამოყენებულ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ინიციატივაზე, რომელიც Financial Times-ის ცნობით, მოიცავს დრონებისა და შორეული რაკეტების გამოყენებისა და შავ ზღვაში საომარი მოქმედებების შეჩერებას.
"ეს არის ზუსტად ის დათმობა, რაზეც უნდა წახვიდეთ ომის დასასრულებლად."