საფრანგეთის კონსტიტუციას აბორტის უფლება დაემატა
ფრანგმა დეპუტატებმა და სენატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა მოიწონეს კონსტიტუციის დებულება, რომ ქალს გარანტირებული აქვს აბორტის უფლება.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
საბოლოო კენჭისყრაზე ინიციატივას, რომელიც ვერსალში გამართულ საგანგებო სხდომაზე გაიმართა, მხარი დაუჭირა 780-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი კი 72 იყო, კენჭისყრის შედეგებს მქუხარე ტაშით შეხვდნენ.
კონსტიტუციაში იქნება ფორმულირება, რომ "კანონი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლითაც გარანტირებული ხდება ქალის თავისუფლება, ნებაყოფლობით შეწყვიტოს ორსულობა."
გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი იყო, რადგან იდეას მანამდე ორივე პალატაში საკმარისი ხმები ჰქონდა მიღებული.
სხვადასხვა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს აბორტის უფლების კონსტიტუციაში დაფიქსირებას.
მსოფლიო მედია ამ გადაწყვეტილებას "ისტორიულს" და მსოფლიო პირველობას უწოდებს.
თუმცა, როგორც AP აღნიშნავს, ქალის ასეთი უფლება ასევე იყო გათვალისწინებული ყოფილი იუგოსლავიის ძირითად კანონში და დარჩა სერბეთის კონსტიტუციაში ფორმულირებით "შვილების დაბადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლების შესახებ."
საფრანგეთმა აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა 1975 წელს, მაგრამ 2022 წლის აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გააუქმა აბორტის ფედერალური გარანტიები, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ამ უფლებას საფრანგეთის კონსტიტუცია დაიცავს.
ამ კვირაში აბორტის ლეგალიზაციის პროექტების სერიას პოლონეთის სეიმი განიხილავს, რათა შეცვალოს წინა ხელისუფლების დროს შემოღებული შეზღუდვები.