სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გამორიცხავს

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, დიდი ხანია საუბრობენ სერბეთის გეგმებზე კოსოვოში შეჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს აქამდე არ მოხდა იმიტომ, რომ უბრალო ტყუილია. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

18 აგვისტოს ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების შეხვედრა უნდა გაიმართოს. 

"უკვე 100 დღეა გვესმის სერბეთის 'სურვილზე' შეიჭრას ზოგიერთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში ან რეგიონის რომელიმე ქვეყანაში. ეს აზრი, რომ მართალი იყო წესით ამგვარი რამ უკვე უნდა მომხდარიყო. ეს ნიშნავს რომ ისინი უბრალოდ იტყუებიან", - განაცხადა ვუჩიჩმა. 

სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საჭიროა კონსტრუქციული და კომპრომისული მიდგომა და არა იმგვარი პირობების შექმნა, "რომელშიც ვინმეს შეეძლება სერბეთის შანტაჟირება და მითითება თუ როგორ მოიქცეს". 

თავის მხრივ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვითარების დესტაბილაზიის შემთხვევაში კოსოვში დისლოცირებული ნატოს სამშვიდობო დანაყოფი [KFOR] მზად არის მოქმედებისთვის. 

კონტექსტი

18 აგვისტოდან ბრიუსელის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებების პროცესი იწყება. 

კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება ივლისის მიწურულს დაიძაბა, ადგილი ჰქონდა სამხედრო ნაწილების მობილიზებას და სამოქალაქო დაძაბულობას. 

მაშინ სერბეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასმას გეგმავდა, თუმცა ვითარება მალე აშშ-ს ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

დაძაბულობის მიზეზი თავდაპირველად სერბეთის მიერ კოსოვოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ძალადაკარგულად გამოცხადება იყო. 

მოგვიანებით სერბეთის გადაწყვეტილებას სარკისებურად უპასუხა კოსოვომაც და ადმინისტრაციულ საზღვარზე სერბული დოკუმენტაციის მქონე პირების შესვლა აკრძალა. 

აგვისტოს დასაწყისში კოსოვოს მთავრობამ ახალი კანონის ამოქმედების ვადა 1 თვით გადაწია

მსგავსი სიახლეები