შტაინმაიერი: გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 12 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია უკრაინისთვის უზრუნველყოფს იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ აწვდის შეიარაღებას კონფლიქტის ზონებში მყოფ ქვეყნებს.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ამბობს გერმანიის პრეზიდენტი.

შტაინმაიერის განმარტებით, პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა.

"ასეთ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება შეუძლებელია, რუსეთის ომის დანაშაულები მთელმა მსოფლიომ ნახა. საჭიროა მათი დოკუმენტირება და გამოძიება, ხოლო დამნაშავეებმა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა მან.

სანქციების კომენტირებისას შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაზარდონ.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა რუსეთიდან გაზის იმპორტი 60%-დან 40%-მდე.

მსგავსი სიახლეები