შვედეთი და დანია ახალგაზრდების მოდერნას ვაქცინით აცრას აჩერებენ

დანიასა და შვედეთში გამოვლენელი იშვიათი გვერდითი ეფექტების გამო ახალგაზრდების მოდერნას ვაქცინით აცრა დროებით შეჩერდა.

ვაქცინაციამ ახალგაზრდებში პერიკარდიუმის და გულის კუნთის ანთება გამოიწვა.

"მოდერნას ვაქცინის კავშირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან კარგად ჩანს მეორე დოზის შემდეგ, თუმცა, მსგავსი შემთხვევები იშვიათია და ამის რისკი ძალიან მცირეა" - ნათქვამია შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებები.

შვედეთში მოდერნას აცრით ვაქცინაცია 1991 წელს ან უფრო გვიან დაბადებული ადამიანებისთვის შეჩერდება, დანიაში კი - 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

ისინი, ვინც მოდერნას ვაქცინით პირველი დოზით აცირენ, მეორე დოზას არ მიიღებენ.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 12-15 წლის ახალგაზრდები მხოლოდ ფაიზერის ვაქცინით აიცრებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები