სირიის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ასადის მმართველობა ქვეყანაში დასრულდა

სირიის არმიის სარდლობამ ოფიცერთა კორპუს აცნობა, რომ ქვეყანაში ბაშარ ასადის მმართველობა დასრულდა, ხოლო დიქტატორმა ქვეყანა დატოვა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

სირიის პრემიერ-მინისტრი, მოჰამად ღაზი ჯალალი ამბობს, რომ მზად არის ხელი გაუწოდოს ოპოზიციას და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად ასადის თვითმფრინავმა გეზი ლატაკიისკენ აიღო, რეგიონი სადაც ალავიტები დომინირებენ და სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები, თუმცა მალევე ბორტი საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა და ამ დროისთვის რადარებზე აღარ ფიქსირდება. 

ამ დროისთვის დამასკოში აღარ მუშაობს პოლიცია, ხოლო სახელმწიფო შენობების უმეტესობას აჯანყებულები აკონტროლებენ, გამოსვლები და ზეიმია ქუჩაში. 

კონტექსტი 

სირიის მთავრობა ჯერჯერობით არაფერს ამბობს. 

აჯანყებულები ჰომსს უახლოვდებიან, მისი დაკარგვა რუსეთის ბაზებს დამასკოდან მოჭრის

ნოემბრის მიწურულს იდლიბში გამაგრებულმა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა აჯანყებულებმა, რომელთა საბრძოლო ძალის ბირთვის სირიაში ალ-ქაიდას განაყოფი, ჰაიათ თაჰრირ აშ შამი (ყოფილი ჯაბჰატ ან-ნუსრა) წარმოადგენს. 

იერიშის ფარგლებში დაჯგუფებამ სწრაფად დაიკავა სირიის მეორე უმსხვილესი ქალაქი ალეპო, თუმცა მომდევნო დღეებში წინსვლა უფრო დიდი ჰქონდათ, ამ დროისთვის აჯანყებულები ასადის ძალებმა დაკარგეს კონტროლის სირიის 14 პროვინციიდან 10-ზე დაკარგა კონტროლი. 

ბოლო ცნობებით, აჯანყებულები უკვე დამასკოს გარეუბნებში არიან. 

ცოტა ხნის წინ გამოცემა CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დამასკოს აეროპორტში სრული ქაოსია. 

მსგავსი სიახლეები