სტოლტენბერგი: რამშტაინის შეხვედრაზე უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განვიხილავთ
ნატო უკვე განიხილავს უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლებს მიწოდებას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება მუდმივად იცვლებოდა: ჯერ ყურადღება გამახვილდა ჯაველებზე, შემდეგ არტილერიასა და საჰაერო თავდაცვაზე. ახლა საუბარია მძიმე შეიარაღებაზე - ჯავშანტექნიკაზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე და ტანკებზე.
"ახლა არის დისკუსია თვითმფრინავებზე. ეს განიხილება ხვალინდელ შეხვედრაზე [რამშტაინის ფორმატში]. ახლა მთავარი საკითხი დროა. რადგან მძიმე ტექნიკის გადაცემას დრო სჭირდება. ახლა საჭიროა დახმარების სასწრაფოდ გაგზავნა, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ამჟამად პრიორიტეტია მოკავშირეებმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და მსგავსი მძიმე ტექნიკის უკრაინაში გაგზავნა. ასევე მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაცია დახმარების ახალი შესაძლებლობების შესახებ.
კონტექსტი
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, არცერთ ქვეყანას ოფიციალურად არ გამოუცხადებია უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე - არც საბჭოთა და არც თანამედროვე დასავლური.
Politico წერდა, რომ იანვარში დასავლელმა მოკავშირეებმა დაიწყეს დებატები უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.
20 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის მერვე შეხვედრის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას F-16-ები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცენ. 23 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი "დაიძრა."