ტაივანელმა სამხედროებმა ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს ესროლეს

ტაივანელმა სამხედროებმა ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც კინმენის კუნძულების სანაპიროს მიუახლოვდა. ამის შესახებ 30 აგვისტოს ტაივანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟან რონგშუნმა განაცხადა.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საბრძოლო დრონი ტაივანის ტერიტორიულ წყლებში 17:59 საათზე გამოჩნდა. სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, როგორც ამას პროცედურები მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც დრონი ადგილზე დარჩა, მას საბრძოლი ტყვიები ესროლეს. შედეგად, უპილოტო საფრენი აპარატი ჩინეთის ქალაქ სიამინისკენ გაფრინდა.

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა აღნიშნა, რომ კონტინენტური ჩინეთის ყველა პროვოკაცია თავიდან უნდა აიცილონ და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონტრზომები უნდა მიიღონ.

მსგავსი სიახლეები