თალიბანმა ავღანელ ქალებს საჯარო სივრცეში სახის დაფარვა უბრძანა
7 მაისს თალიბანმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომელიც ავღანელ ქალებს საჯარო სივრცეში დაუფარავი სახით გამოჩენას უკრძალავს.
ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში გასული წლის აგვისტოში მოვიდა, ქალების შევიწროებას განაგრძობს.
„ყველა ღირსეულმა ავღანელმა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს. საუკეთესო ჰიჯაბი ჩადრია (ბურკა, რომელიც თავიდან ფეხებამდე სხეულს ფარავს) - ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია და საპატივცემულოა“, - განაცხადა თალიბანის მაღალჩინოსანმა შირ მოჰამადმა.
ავღანური TOLO News-ის ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ქალებს და მათი ოჯახის მამაკაც წევრებს პატიმრობა ემუქრებათ.
მარტში თალიბებმა გოგონებს ექვს კლასზე მეტი განათლების მიღება აუკრძალეს.
ქალებს მამაკაცი „მეურვის“ გარეშე შორ მანძილზე გააადგილებაც ეზღუდებათ.
ქაბულის აღების შემდეგ თალიბებმა ავღანეთის ქალის საქმეთა სამინისტრო გააუქმეს და სანაცვლოდ ლოცვის, მოძღვრების და სათნოების სამინისტრო დააფუძნეს.