თალიბებმა ქორწილში მუსიკის მოსმენისთვის 13 ადამიანი მოკლეს

 

თალიბებმა ნენგარარის პროვინციაში ქორწილში მუსიკის გასათიშად 13 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ამრულა სალეჰი ტვიტერზე წერს.

"25 წლის განმავლობაში პაკისტანი მათ წვრთნიდა ჩვენი კულტურის გასანადგურებლად და მის ჩასანაცვლებლად ISI-ს (პაკისტანური სპეცსამსახური) გაღვივებული ფანატიზმით ჩვენი მიწის გასაკონტროლებრად. ეს ასე მუშაობს პრაქტიკაში. ეს რეჟიმი ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის დაცემამდე ავღანელები უმძიმესი ფასის გადახდას გააგრძელებენ." - წერს სალეჰი.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბებმა მკაცრი რეჟიმი დაამყარეს. მათ ავღანეთში თანამედროვე მუსიკა, ცეკვა და სიმღერა აკრძალეს.

2021 წლის ოქტომბერში მათ საქორწინო ცერემონიებიც დაარეგულირეს და ცოცხლად მუსიკის შესრულება აკრძალეს.

 

 

მსგავსი სიახლეები