ტონი ბლერი: ანტი-ვაქსერები იდიოტები არიან
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ხალხი, ვისაც ვაქცინის გაკეთება შეუძლია და არ იკეთებს, იდიოტები არიან.
Times Radio-სთან საუბრისას მან თქვა, რომ ასეთი ადამიანები უნდა დავარწმუნოთ და იძულება ეფექტური ვერ იქნება.
"ამას [აცრაზე უარის თქმას] შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ აცრა მათ ინტერესშია, საზოგადოებრივი ინტერესი რომ დავივიწყოთ." - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ბრიტანეთში 12 წლამდე ბავშვების აცრა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.
ბლერი ასევე ეთანხმება მოქმედი პრემიერის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას, რომელმაც შობამდე ბრიტანეთში ახალი შეზღუდვები არ დააწესა.