ტრასი: უკრაინის საუკეთესო მეგობარი ვიქნები

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა პირობა დადო, რომ როდესაც ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვებს, დაუყოვნებლივ დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, წერს Reuters 29 ივლისს.

მისი თქმით, ბორის ჯონსონის მსგავსად ის უკრაინის საუკეთესო მეგობარი იქნება.

ტრასის თქმით, ის მოწოდებულია უზრუნველყოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მარცხი უკრაინაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა "საშინელ დიქტატორთან" დათმობებზე და კომპრომისებზე საუბრის დრო არ არის. იგი აცხადებს, რომ ბრიტანელებს შეუძლიათ მას ენდონ როგორც უკრაინის, ასევე დიდი ბრიტანეთის თავისუფლების დაცვაში.

ტრასი და ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები არიან.

პარტიის ლიდერს კონსერვატორული პარტიის წევრები 5 სექტემბერს აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები