ბლინკენი: ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, გადამწყვეტი სიტყვა სინვარს აქვს

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სინვარი "იყო და რჩება გადამწყვეტ პირად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას."

ისრაელთან ომისთვის მოსამზადებლად, ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა - NYT

გენერალმა ბაგერიმ შოიგუს უთხრა, რომ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არის "ღრმა, გრძელვადიანი და სტრატეგიული" და ირანის ახალი მთავრობის პირობებში ის მხოლოდ გაფართოვდება.

სირსკი F-16-ების მიღების შესახებ: იქნება მეტი ჩამოგდებული რაკეტა და თვითმფრინავი

კვირას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინაში F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიღება.

ბაიდენმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ესკალაციაზე არ წავიდეს - Axios

ჰანიეს მკვლელობის კომენტირებისას ბაიდენმა ადრე თქვა, რომ ეს არ ითამაშებს პოზიტიურ როლს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში.

ზელენსკი: ვენესუელაში "ვაგნერელების" ყოფნა ​​სხვა ქვეყნების საქმეებში რუსეთის ჩარევის მაგალითია

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო.

კარა-მურზა: ზუსტად ვიცი, რომ რუსეთში დავბრუნდებით

ერთი დღით ადრე კარა-მურზა, იაშინი და პივოვაროვი გაათავისუფლეს რუსეთს, ბელორუსსა და დასავლეთს შორის ტყვეთა დიდი გაცვლის ფარგლებში.

ისრაელის დარტყმის შიშით, "ჰეზბოლას" ბეირუთიდან მაღალჩინოსნები გაჰყავს - არაბული მედია

ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ასევე გაიყვანა სამხედრო ტექნიკა, რომელიც მას ლიბანის დედაქალაქიდან უფრო შორს ჰქონდა დისლოცირებული.