თალიბანი VS წინააღმდეგობის მოძრაობა: რა ხდება პანჯშირის ხეობაში?
სულ რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ ამერიკული ძალების ავღანეთში ყოფნის დროს, თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი პანჯშირის რეგიონში მყოფ წინააღდმეგობის მოძრაობის წევრებთან მოლაპარაკებებზე მზად იყვნენ.
ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე პანჯშირის რეგიონი ერთადერთი ადგილია ავღანეთში, რომელსაც თალიბანი ამ დრომდე ვერ აკონტროლებს.
ორივე დაპირისპირებული მხარე - აჰმად მასუდის წინააღმდეგობის მოძრაობა და თალიბები, მოლაპარაკებებზე საჯარო თანხმობას გამოთქვამდნენ, მაგრამ ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებების გამო, შეთანხმება ვერ შედგა.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუელებებთან გაკეთებულ განცხადებებში, თალიბანის წარმომადგენლებმა მოლაპარკების ჩაშლა, პანჯშირში გამაგრებულ ძალებს დააბრალა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანჯშირის პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა, როდესაც თალიბანს ალყა აქვს შემორტყმული რეგიონზე, კვლავ არიან შიგნით [პანჯშირში] ადამიანები, რომელთაც სურვილი არ აქვთ"- განაცხადა ამირ ხან მუთაქიმ, თალიბანის წარმომადგენელმა.
საპირისპირო განცხადება გააკეთა ავღანეთის ყოფილი მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა მუჰამედმა, რომლის თქმითაც, წინააღმდეგობის მოძრაობამ თალიბანის შეტევა მოიგერია, რის შემდეგაც მათი 34 მებრძლი გარდაიცვალა, ხოლო 65 დაიჭრა.
"ჩვენა ხალხმა არ უნდა ინერვიულოს. მათ [თალიბანს] მძიმე დანაკარგები მიიღეს და გადაჯგუფება მოუწიათ" - ასე გამოეხმაურა თალიბების შეტევას საკუთარ ტვიტერზე ბისმილა მუჰამედი.
პანჯშირის რეგიონის მაცხოვრებლებსა და მებრძოლებს თალიბანთან ბრძოლა ჯერ კიდევ 1996-2001 წლებში მოუწიათ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ისინი "სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლისთვის" არიან მზად, რისთვისაც ყველა მზად არის - ახალგაზრდებიც და ხანში შესული ადგილობრივებიც.
რა ხდება ახლა პანჯშირის ხეობაში?
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამერიკელების გასვლის შემდეგ, თალიბანმა პანჯშირის რეგიონს ორი მხრიდან - დასავლეთიდან და სამხრეთიდან შეუტია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რეგიონი ტაჯიკური წარმოშობის ავღანელებით არის დასახლებული, რომელთა ლიდერებიც - აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, თალიბების მმართველობას არ აღიარებენ.
თავის მხრივ, თალიბანის დიდი ნაწილი ეთნიკური პაშტუნებისგან შედგება, რაც ამ დაპირსპირებაში კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს.
პანჯშირის რეგიონში გამაგრებული მებრძოლები საკუთარ თავს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ თალიბანის შეტევების მიუხედავად, რეგიონის ყველა შესასვლელს ისინი აკონტროლებენ.
რამდენად ძლიერია წინააღმდეგობის მოძრაობა?
პანჯშირის მებრძლების რიგები დაახლოებით 10,000 - 15,000 მებრძოლს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი ლიდერი 32 წლის აჰმად მასუდია, რომლის მამაც - აჰმად შაჰ მასუდი ავღანეთის ეროვნული გმირი იყო და სხვადასხვა დროს იბრძოდა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე თალიბანის მებრძლების წინააღმდეგ. იგი 2001 წლის 9 სექტემბერს, ცნობილ ტერაქტამდე ორი დღით ადრე, თალიბანისა და ალ-ქაიდას მიერ დაგეგმილი თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა.
უმცროსმა აჰმად მასუდმა განათლება ლონდონში მიიღო და ავღანეთის პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ ჩაერთო. ექსპერტების თქმით, მას კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული მებრძლები ყავს.
წინააღმდეგობის მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ამრულა სალაჰია, რომელიც ღანის მთავრობაშ ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ქაბულის დაცემის შემდეგ, თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და პანჯშირის ხეობაში გადაბარგდა. მას თან გაყვა რამდენიმე ადგილობრივი ლიდერი, რომლემბაც თალიბანთან ბრძოლა წააგეს, მაგრამ ჩაბარებასა და კოლაბორაციაზე უარი განაცხადეს.
რა შეხედულებები აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას?
თალიბანისგან განსხვავებით, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ქვეყნის მართვას დემოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებით ითხოვენ. ამავდროულად მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მკაცრი დეცენტრალიზაცია და გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაბულში არ უნდა მიიღებოდეს.
"დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად რასისა და გენდერული განსხვავებებისა" - განაცხაა აჰმად მასუდმა, CNN-თან ინტერვიუში, რითიც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თალიბანთან მიმართებით არსებულ განსხვავებებს.
რა უნდა თალიბანს?
ქაბულის დაცემისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანა საკუთარი თავი ავღანეთის ისლამური საამიროს მმართველად გამოაცხადა. მათი თქმით, ისინი ტოლერანტული მიდგომის არჩევას აპირებენ ყველა ავღანელის მიმართ, მიუხედავად მათი შეხედულებისა, რაც ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიეს და მიზნად ავღანელი ხალხის თალიბანისგან გათავისუფლება დაისახეს.
სწორად ამიტომ განახლდა კონფლიქტი პანჯშირის მებრძოლებსა და თალიბებს შორის. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ეკონომიკას უკავშირდება. პანჯშირი მდიდარია ძვირფასიქ ვებითა და მინერალებით, რაც კოლაფსის პირას მყოფი ავღანეთის ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს. შესაბმისად, თალიბანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს, სწორად ამ სიმდიდრის დაპატრონება წარმოადგენს.