აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილესი პაკეტი გადასცა - სრული სია

აშშ-ს თავდაცვის უწყებამ უკრაინისთვის განკუთვნილი 3 მილიარდი დოლარის მოცულობის შეიარაღების სრული ჩამონათვალი გამოაქვეყნა. 

გარდა იმისა, რომ ეს უკრაინისთვის ერთჯერადად გადაცემული უმსხვილესი სამხედრო დახმარებაა, ამავე პაკეტის ფარგლებში უკრაინა პირველად მიიღებს მოიერეშე ტიპის ამერიკულ ჯავშანტექნიკას. 

პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინისთვის მსუბუქი ტანკის კლასიფიკაციის მქონე მანქანების გადაცემის შესახებ გამოაცხადა საფრანგეთი გახდა - ამის შესახებ რამდენიმე დღის ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი

მალევე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ადმინისტრაცია უკრაინისთვის Bradley-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას განიხილავდა. იმავე საღამოს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უკრაინა ამერიკული წარმოების მოიერიშე ჯავშანტექნიკას მიიღებდა.

რამდენიმე საათში უკრაინისთვის Marder-ის ტიპის ჯავშანტრანპორტიორისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემის გადაცემის შესახებ გამოაცხადა გერმანიამ. 

ამგვარად დასავლეთმა კიდევ ერთხელ შეცვალა მიდგომა და უკრაინას იმ შეიარაღებას აწვდის, რომლის გადაცემისგანაც მანამდე სხვადასხვა ფაქტორების გამო თავს იკავებდა. 

აშშ-ს მიერ უკრიანისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • Bradley-ის ტიპის 50 ჯავშანტრანსპორტიორი;

  • 250 000 სატანკო ჭურვი;

  • სხვადასხვა სახეობის 500 ანტი-სატანკო რაკეტა;

  • M113-ის ტიპის 100 ჯავშანტრანსპორტიორი;

  • MRAP-ის ტიპის 55 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანა;
  • HUMVEES-ის ტიპის 138 ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 155 მილიმეტრიანი 18 თვითმავალი ჰაუბიცა

  • 18 დამხმარე ავტომობილი;

  • 155 მილიმეტრის კალიბრის 70 ათასი ჭურვი;

  • 155 მილიმეტრის კალიბრის 500 მაღალი სიზუსტის ჭურვი;
  • RAAM-ის ტიპის დისტანციური ანტი-სატანკო სანაღმო 1 200 სისტემა;
  • 105 მილიმეტრიანი ბუქსირებადი 36 ჰაუბიცა 

  • 105 მილიმეტრის 95 ათასი ჭურვი;

  • 120 მილიმეტრის 10 ათასი ნაღმტყორცნი;

  • RIM-7-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
  • Zuni-ის ტიპის 4 ათასი საავიაციო რაკეტა;
  • Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები;
  • HIMARS-ის საბრძოლო მასალების მარაგი;

  • ღამის ხედვის და სპეციალიზებული ოპტიკური მოწყობილობები;
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა;

 

მსგავსი სიახლეები