ბლინკენი: არის ნიშნები, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ შეიარაღებას მიაწვდის

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ უეხლოეს მომავალში ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს ლეტალური შეიარაღება მიაწოდოს. 

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. 

სწორედ ეს იყო ენტონი ბლინკენისა სახალხო რესპუბლიკის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩინელ დიპლომატის, ვან ის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. 

თავის გამოსვლაში ბლინკენმა ჩინეთს მოთხოვა შეეწყვიტა სადაზვერვო ბუშტების გაგზავნა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებზე სერიოზული შედეგები ექნება. 

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურ პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ ჩინეთი არასდროს დაექვემდებარება აშშ-ს 'კარნახს' თუ რა მასშტაბისა და სიღრმის ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. 

თავის მხრივ, ჩინეთის მხრიდან რუსეთის დახმარების საფრთხეზე ისაუბრა ენტონი ბლინკენმა NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში - "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელსაც მომდევნო დღეებში გავასაჯაროებთ იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი სერიოზულად განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას."

კონტექსტი 

აშშ-ს და ჩინეთს შორის ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული იყო, რაც ძირითადად ტაივანის ირგვლივ არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა. 

დასავლურ მედიაში ბევრი იწერებოდა ურთიერთობების შესაძლო განმუხტვაზე მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტზე ჯო ბაიდენი და სი ძინფინგი შეხვდნენ. 

რამდენიმეთვიანი გაუმჯობესების შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა პირველ თებერვალს, როდესაც აშშ-ს საჰაერო ძალებმა შტატ მონტანას თავზე ჩინეთის კუთვნილი სადაზერვო აეროსტატი აღმოაჩინეს

მოგვიანებით, აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩინური აეროსტატი ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს. ცნობილია ჩინეთის კუთვნილი კიდევ ერთი აეროსტატის შესახებ, რომელიც ალასკას მიდამოებში ჩამოაგდეს

თავის მხრივ ჩინეთმა თავდაპირველად უარყოფდა, რომ აეროსტატი მისი საკუთრება იყო, თუმცა საბოლოოდ ეს აღიარა, მაგრამ იმ დათქმით, რომ სადაზვერვო ბუშტი სამოქალაქო დანიშნულების იყო და მეტეოროლოგიურ ფუნქციებს ასრულებდა. ბუშტის ჩამოგდების შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში მომხდარი აშშ-ს ისტერიული რეაქციად შეაფასეს და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულეს. 

რაც შეეხება ჩინეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო დახმარებას - 2 თებერვალს WSJ წერდა, რომ მათ განკარგულებაში აღმოჩენილი საბაჟო ჩანაწერების მიხედვით ჩინეთი არღვევს სანქციების რეჟიმს და რუსეთს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწვდის

საჰაერო ბუშტის ჩამოგდების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა ინციდენტის ამოსაწურად, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის შედგება 2 ლიდერის საუბარი. 

მსგავსი სიახლეები