ჩინეთის მთავრობამ ტაივანის წყლებში სამხედრო წვრთნების დაწყება დააანონსა

აშშ-ს კონგრესის სპიკერის ტაივანში ვიზიტზე საპასუხოდ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს საღამოდან ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუა ავრცელებს. 

"კუნძულ ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში გაიმართება სროლები ჩვეულებრივი საცეცხლე დანადგარებიდან. ჩვენი მხრიდან ეს აქცია ატარებს სერიოზულ შემაკავებელ ხასიათს, რომელიც აშშ-ს მხრიდან ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ესკალაციის საპასუხოდ მივიღეთ. ეს ასევე სერიოზული გაფრთხილებაა დამოუკიდებელი ტაივანის იდეის მომხრეებისთვისაც." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაეშვა. ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ტაიპეიში ჩასულმა კონგრესის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ტაივანის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერის დასტურია. 

უფრო მეტი ნენსი პელოსის ვიზიტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ასევე, შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს - "ცეცხლთან თამაში" - დაძაბულობა ტაივანზე.  

მსგავსი სიახლეები