ეგედე: მზად ვართ აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ გრენლანდია არ იყიდება
გრენლანდია მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზარდი თანამშრომლობისთვის, როგორც თავდაცვის, ასევე, ბუნებრივი რესურსების ათვისების კუთხით, თუმცა კუნძული არ იყიდება.
ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მუტე ეგედეს განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკელების მიერ შედგენილი აქტის წარდგენა კონგრესში, რომელიც უფლებას აძლევს დონალდ ტრამპს აწარმოოს მოლაპარაკებების გრენლანდიის შეძენის შესახებ.
"მე მკაფიოდ ვამბობ, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, გრენლადიის მომავალის წყვეტს გრენლანდია და გრენლანდიელები"- განაცხადა ეგედემ.
ამასთანავე გრენლანდიის პრემიერ თქმით, უკვე მიმდინარეობს დიალოგი დონალდ ტრამპის გუნდთან ამერიკის შეერთებული შტატების დაკმაყოფილების კუთხით.
ეგედეს თქმით, გრენლანდიაა ღიაა ამერიკისთვის კუნძულის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების კუთხითაც.
გასულ კვირას მარ-ა-ლაგოში გამართული პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყონება გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად.
ეგედეს თქმით, თავდაპირველად ტრამპის განცხადებამ განგაშის გრძნობა გაუჩინა, თუმცა 13 იანვარს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის კომენტარმა, რომ ტრამპს არ სურს ძალის გამოყენება სიმშვიდე დაუბრუნა.
"ჩვენი ინტერესი თანამშრომლობაა"- ამბობს ეგედე.
გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე - მისი თქმით, დანიური მხარე ცდილობს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან კონსტრუქციული დიალოგი ააწყოს.
გრენლანდია - მსოფლიოს უდიდესი კუნძული არქტიკასა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს - გასულ წლებში რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს შორის არქტიკის ათვისების კუთხით კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა.
გრენლანდია დე-ფაქტო დამოუკიდებელი და თვითმმართველია, თუმცა ის დანიის სამეფოს ეკუთვნის და კუნძულის თავდაცვაზეც პასუხიმგებელი დანიაა.