ევრორეგულატორი "მოდერნათი" ბავშვების აცრას დაეთანხმა
ევროპის მედიკამენტების სააგენტო დაეთანხმა 12 წელზე უფროსი ბავშვების Moderna-ს ვაქცინით აცრას. რეგულატორმა აქამდე თანხმობა მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე გასცა.
მოდერნას ვაქცინის დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ფორმალურად ევროკომისიამ უნდა მიიღოს.
12-17 წლის ახალგაზრდებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოდერნას ვაქცინა წარმატებით ახერხებდა ანტისხეულების გამომუშავებას. აცრა ზუსტად ისეთივე ეფექტურობას ავლენს ბავშვებში, როგორსაც ზრდასრულებში.