მილანში ძლიერი აფეთქებები მოხდა
მილანის ცენტრში, პიერ ლომბარდოს ქუჩაზე აფეთქებების სერია მოხდა. ჯერ ჟანგბადით სავსე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი კიდევ რამდენიმე მანქანა. ამის შესახებ La Repubblica და Corriere della Sera წერენ.
აფეთქებები ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, პირველად ფურგონი აფეთქდა, რომელსაც ჟანგბადის ავზები გადაჰქონდა. ჟანგბადი, სავარაუდოდ, ახლომდებარე იტალიური აუქსოლოგიის ინსტიტუტისთვის იყო განკუთვნილი.
ზოგიერთმა გამვლელმა დაინახა, რომ ერთ-ერთ ცილინდრს ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი ძალიან ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის სულ მცირე ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ არის ცნობილი.
ხანძარმა ასევე მოიცვა ქუჩაზე გაჩერებული ოთხი მანქანა, მიმდებარე აფთიაქი და ახლომდებარე კორპუსი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
აფეთქების ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღიდან და მოხუცთა თავშესაფრიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა.