NORAD: ჩინური და რუსული ბომბდამფშენები ალიასკის მახლობლად პატრულირებენ

ჩრდილოეთ ამერიკის საჰერო სივრცის დაცვის სარდლობის (NORAD) განცხადებით, ჩინური და რუსული ბომბდამშენები ალიასკის მახლობლად პატრულირებდნენ. 

ჩინური და რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების გამოჩენას წინ უძღოდა პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადება, რომელთა თქმითაც, არქტიკის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ავიაციის გაზრდილი აქტიურობა ძალიან საყურადღებო და შემაშფოთებელია. 

NORAD-ში აცხადებენ, რომ საუბარია რუსულ TУ-95-ებსა და ჩინურ H-6s-ებზე, ჯამურად 4 სტრატეგიულ ბომბდამფშენზე, თუმცა არ დაურღვევია ალიასკის საჰაერო სივრცე და საჰაერო იდენტიფიკაციის ზონაში რჩებოდნენ. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინურ-რუსული ავიაციის აქტივობა არ ყოფილა აღქმული მუქარად, თუმცა დასძინეს, რომ გააგრძელებენ საჰაერო სივრცის აქტიურ მონიტორინგს. 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ფრენა გაიმართა რუსეთთან მიღწეული "ერთობლივი სტრატეგიული პატრულის" შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოყოლებული მერვე ასეთი შეთმხვევაა. ამასთანავე, უწყებაში განაცხადეს, რომ პატრულირება სრულ თანხვედრაში საერთაშირისო სამართალთან, არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან. 

უკვე მრავალი წელია რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, მათ შორის საჰაეროსაც, თუმცა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, კეტრინ ჰიკსის თქმით, ჩინეთი არქტიკის რეგიონში საკუთარი გავლენის ზრდას ესწრაფვის. 

ჩინეთისა და რუსეთის მზარდ თანამშრომლობას არქტიკის რეგიონში ჰიქსმა აშშ-სთვის შემაშფოთებელი და ძალიან საყურადღებო უწოდა. 

პენტაგონის შეფასებით, არქტიკის რეგიონში რუსეთსა და ჩინეთს შორის არის უთანხმოებები, მაგრამ თანამშრომლობა მზარდია. "უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, გაზარდა რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე, განსაკუთრებით კი არქტიკაში მდებარე ენერგეტიკის ექსპორტის ტექნოლოგიის დაფინანსების კუთხით."

კონტექსტი 

პენტაგონის არქტიკის რეგიონის სარდლობის მეთაურის მოადგილის, ირის ფერგიუსონის მტკიცებით, მიუხედავად მზარდი სამხედრო თანამშრომლობისა და ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევა წმინდა სამხედრო პერსპექტივად ჯერჯერობით ზედაპირული ხასიათისაა. 

"ეს არ არის იმ ტიპის კოორდინაცია და იმ სიღრმის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაქვს მოკავშირეებთან"- ამბობს ფერგიუსონი. 

ივლისის დასაწყისში აშშ-ს სანაპირო დაცვა იტყობინებოდა, რომ ბერინგის ზღვაში ჩინეთის 2 სამხედრო გემი აღმოაჩინა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გემები ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის წესებით მოქმედებდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები