Nord Stream-ზე აფეთქების ადგილთან რუსული გემები შენიშნეს - CNN

26 და 27 სექტემბერს ევროპის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რუსეთის საზღვაო ძალების მხარდამჭერი შენიშნეს Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებიდან გაჟონვის ადგილის მახლობლად. ამის შესახებ ხუთშაბათს CNN დასავლური დაზვერვის ორ წარმომადგენელზე და სხვა კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა გემებს კავშირი იმ გაჟონვასთან, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს წყალქვეშა აფეთქებებით, ამბობენ ეს წყაროები. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.

დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსული წყალქვეშა ნავები ამ ტერიტორიების მახლობლად გასულ კვირასაც ნახეს.

დანიელმა სამხედრო თანამდებობის პირმა აღნიშნა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ ტერიტორიაზე და მათი ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ გაზსადენს ზიანი რუსეთმა მიაყენა.

"ჩვენ მათ ყოველ კვირას ვხედავთ. ბოლო წლებში ბალტიის ზღვაში რუსეთის აქტივობა გაძლიერდა. ისინი რეაგირებისთვის ჩვენს მზადყოფნას საკმაოდ ხშირად ამოწმებენ, როგორც ზღვაზე, ასევე ჰაერში", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები